ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი

ლევან ყიფიანმა ოლიმპიური რეზერვების მზადების განახლებული ცენტრი გახსნა

msy.gov.ge

თბილისში საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების განახლებული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

გლდანში მდებარე ცენტრს სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაუტარდა.

სპორტული კომპლექსის გახსნას ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოლიმპიურ ცენტრის ბაზაზე, ჭიდაობის, ძიუდოს, კრივისა და ძალოსნობის უფასო სექციები გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ამჟამად 70 პროფესიონალი სპორტსმენი ცხოვრობს და ვარჯიშობს, ხოლო უფასო სექციებზე 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

კომენტარები