NBA 2013 წლის სეზონი

ზაზა ფაჩულიამ ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
nba.com

მილუოკი ბაქსმა მორიგი შეხვედრა სტუმრად, ბოსტონში სელტიქსთან გამართა. ვისკონსინური გუნდი, სადაც ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია თამაშობს, მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდა, თუმცა სწორედ ზაზა ფაჩულიას შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხა მასპინძელი სელტიქსი.

პირველ თამაშში დაგროვებული 13 ქულისა და 11 მოხსნის შემდეგ, გუშინ ფაჩულიას ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველი პარკეტზე საუკეთესო იყო და სწორედ ფაჩულიას მიერ ჩაგდებული ზუსტი ტყორცნის შემდეგ, პირველად დაწინაურდა მილუოკი თამაშის დამთავრებამდე 44 წამით ადრე. საბოლოოდ ბაქსმა სელტიქსი 105:98 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია მილუოკიში სათადარიგო ცენტრად მოიაზრება, თუმცა უკვე მეორე თამაშია გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე მისი კონკურენტი ლარი სენდერსი, რომელიც სასტარტო მოთამაშედ მოიაზრება. შედარებისთვის, გუშინ სენდერსის ანგარიშზე 19 წუთში მხოლოდ 4 ქულა და 3 მოხსნა იყო.

შემდეგ შეხვედრას მილუოკი ბაქსი ტორონტოს წინააღმდეგ, საკუთარ პარკეტზე გამართავს.

 

კომენტარები