ახალაიას შეწყალება

ხიდაშელი: არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა მერაბიშვილიც შეიწყალოს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

რესპუბლიკური პარტიის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, ის ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალაიას შეიწყალებდა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილიც შეიწყალოს. 

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი ტემპით და მონდომებით აჭედებს იმ პოლიტიკური კუბოს სახურავს, რომელიც მან დიდი ხნის წინ დაიდგა. ვულოცავ და მივესალმები, რომ ვერ გამოვიდა იმ ბოროტებიდან, რომლითაც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა", - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები