მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ხელბურთში

ქართველმა ხელბურთელებმა ფინეთი 26:19 დაამარცხეს

msy.gov.ge

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთის გუნდი ანგარიშით 26:19 დაამარცხა.

ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში თურქეთის, ლიტვისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. ჯგუფის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად, ლიტვასთან 23:17 წააგო, ფინეთმა კი საკუთარ პარკეტზე თურქეთს 26:20 სძლია. 

რაც შეეხება თბილისურ შეხვედრას, ანგარიში ფინელებმა პირველივე წუთზე გახსნეს, ქართველებმა კი ორ წუთში გაათანაბრეს. შემდეგ ტამინენმა მეორედ დააწინაურა ფინელები, ქართველები კი ისევ ათანაბრებდნენ - ასეთი სცენარით წარიმართა ფაქტობრივად მთელი პირველი ტაიმი. მატჩის პირველი ნახევარი საბოლოოდ სტუმრებმა 10:8 მოიგეს. მეორე ნახევარში, ქართველმა ხელბურთელებმა მობილიზებისა და შესანიშნავი თამაშის ხარჯზე შეძლეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ 7 ბურთით აჯობეს მეტოქეს. 

მატჩში ყველაზე მეტი - 6 ბურთი რევაზ ჭანტურიამ გაიტანა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2 იანვარს, თურქეთში ადგილობრივ გუნდთან გამართავს.

 

კომენტარები