ლეგო: ფილმი

ლეგოს სათამაშოებზე ანიმაციური ფილმი გამოვა

"ლეგო: ფილმი" ასე ერქმევა ლეგოს სათამაშოებზე გადაღებულ ანიმაციურ ფილმს, რომლის პირველი ტრეილერიც ინტერნეტში გამოჩნდა.

ლეგოს სამყაროს გაქრობა ელოდება. ბოროტი ლორდ ბიზნესმენი სათამაშოების განადგურებას აპირებს. ბეტმენი, სუპერმენი, აბრაამ ლინკოლნი და სხვა კეთილი გმირები ლორდ ბიზნესმენის წინააღმდეგ გაერთიანდებიან, მათ სათავეში კი პერსონაჟი - სახელად ემეტი, ჩაუდგება. ემეტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც შეცდომით ყველა რჩეულად მიიჩნევს.

"ლეგო: ფილმი" 14 თებერვალს გამოვა.

 

 

 

 

 

კომენტარები