არჩევნები 2013

ფრანსუა ოლანდი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ბატონო პრეზიდენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი და საფრანგეთის ერის გულწრფელი მილოცვა. მივესალმები არჩევნების ისეთ ვითარებაში ჩატარებას, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის თანახმად კონკურენტული და გამჭვირვალე იყო, რაც ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულობასთან და კანონის უზენაესობასთან სიახლოვეს. მომავალში სიხარულით ვითანამშრომლებ თქვენთან, რათა გავაღრმავოთ თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. იმედს ვიტოვებ, რომ შეგხვდებით 29 ნოემბერს დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე, რომლითაც აღინიშნება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულთბილი სალამი", - ნათქვამია ფრანსუა ოლანდის მილოცვაში. 

კომენტარები