ახალი თაობა დემოკრატიული არჩევანის კვლევა

ჭიაბერაშვილი: გამგეობებში ქართული ოცნების აქტივისტებს ასაქმებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა დემოკრატიული არჩევანის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც საჯარო სამსახურებში დასაქმებას ეხება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატებს ხელოვნურად ზრდიან და ქართული ოცნების აქტივისტებს ასაქმებენ. მისი თქმით, მოქალაქეები თანამდებობებზე კონკურსის გარეშე, მხოლოდ პარტიული ნიშნით ინიშნებიან და საქართველოს ბიუჯეტს ქართული ოცნების მხარდამჭერების დასაქმება 15 მილიონი ლარი უჯდება.

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში გამოყენებულ კითხვარს 18 მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა. ამ 18-დან საშტატო ერთეულები გაიზარდა 15-ში, ერთში არ შეცვლილა, 2-ში კი შემცირდა. საერთო ჯამში, ამ 18 მუნიციპალიტეტში 766 საშტატო ერთეული დაემატა. კვლევაში მკაფიოდ ჩანს საშტატო ერთეულების ხელოვნურად ზრდის ტენდენცია და, დიდი ალბათობით, იგივე ხდება იმ მუნიციპალიტეტებშიც, რომლებმაც არ გაასაჯაროეს მსგავსი ინფორმაცია. 

კომენტარები