ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი

სააკაშვილმა უკრაინის რადას წევრს უმაღლესი საბრძოლო ჯილდო გადასცა

0 კომენტარი

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი საბრძოლო ჯილდო – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი უკრაინის უმაღლესი რადას წევრს სერგეი ბონდარჩუკსაც გადასცა. მისი დაჯილდოებისას, პრეზიდენტმა 2008 წლის ომი გაიხსენა. სააკაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთის შანტაჟის გამო საქართველოსთვის იარაღის მიცემა არავის სურდა, ეს სერგეი ბონდარჩუკმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ბონდარჩუკის კიდევ ერთ დამსახურებად რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს მიიჩნევს.

"2004 წელს, როდესაც სეპარატისტი ასლან აბაშიძე დავარწმუნეთ, რომ მოშორებულიყო, უკრაინამ გადმოგვცა სამხედრო მოიერიშე ვერტმფრენები და დიდი ოდენობით ჯავშანტექნიკა. ეს რომ დაინახა ასლანმა, აქედან დაიწყო მისი ჩამოშლა. რა თქმა უნდა, ამის გამოყენებას აჭარაში არ ვაპირებდით, მაგრამ ძალიან დიდი რაღაცა იყო ის მანევრები, რაც ამ ტექნიკით შევასრულეთ. მას საბაჟო ჰქონდა ჩოლოქზე, ეს ტერიტორია პრაქტიკულად დაკარგული გვქონდა და მე ის დავიბრუნე საზოგადოებასთან ერთად. სერგეი ბონდარჩუკმა გააკეთა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც დასაბუთებულია, როგორ განახორციელა რუსეთმა ომი და აგრესია. საქართველოზე მოხდა თავდასხმა. ასეთი მეგობრები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სააკაშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მისი "მცირე წვლილის დაფასებისთვის" მადლობა გადაუხადა სერგეი ბონდარჩუკმა.

"ჩვენი ქვეყნები ძლიერები უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, რუსეთის ჯარი დატოვებს სოხუმის, ცხინვალის და სევასპოტოლის ტერიტორიას და ევროპული თავისუფალი საზოგადოების ნაწილი გავხდებით", - განაცხადა ბონდარჩუკმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები