ვანო მერაბიშვილის საქმე

შაშკინი: მძიმე სანახავია, როდესაც ასამართლებენ ვანო მერაბიშვილს

დიმიტრი შაშკინი
tabula.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, მძიმე სანახავია, როდესაც ვანო მერაბიშვილს ასამართლებენ. შაშკინი 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის სასამართლო პროცესს გულშემატკივრის სტატუსით ესწრებოდა.

"ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც სასამართლო დარბაზში ზის და ასამართლებენ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც არ დაუშვა რუსული სპეცსამსახურების გეგმის განხორციელება საქართველოში და სამოქალაქო ომის დაწყება", - აღნიშნა შაშკინმა.

2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, მერაბიშვილს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მერაბიშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები