ჩეხეთის ელჩის დაჯილდოება

მიხეილ სააკაშვილმა ჩეხეთის ელჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ივან იესტრჟაბს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ჩეხმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ უსურვა საქართველოს დასახული მიზნის მიღწევა - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ივან იესტრჟაბმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა კვლავაც განაგრძობს საქართველოს დასავლური კურსის მხარდაჭერას.

„ამ ქვეყანაში 6 წელიწადი გავატარე და ძალიან მალე დავტოვებ საქართველოს. ამ წლების განმავლობაში მე ვიყავი მომსწრე ქვეყნის პროგრესისა, როგორც მატერიალური, ისე მენტალური თვალსაზრისით და, რაც მთავარია, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხრივ... თქვენს ქვეყანას ვტოვებ იმ განცდით, რომ საქართველო ნამდვილად სწორ გზას ადგას“, - განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა.

კომენტარები