The Railway Man-ის ტრეილერი

კოლინ ფირტისა და ნიკოლ კიდმანის ახალი ფილმი

რკინიგზის კაცი (The Railway Man) - ასე ჰქვია ჯონათან ტეპლიცკის ნამუშევარს, რომელსაც წინასწარი შეფასებებით ოსკარის ნომინაციების მოპოვების კარგი შანსები აქვს.

ნამუშევარი რეალური ფაქტებზეა დაფუძნებული და მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ამბებს მოგვითხრობს. ერიკ ლომაქსი იაპონელებმა დაატყვევეს და ტაილანდ-ბირმის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე დაასაქმეს. გზისა, რომელსაც სიკვდილის რკინიგზასაც უწოდებენ, რადგან მისი მშენებლობისას 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლომაქსს ტყვედ ყოფნისას აწამებდნენ, რამაც მისი ფსიქიკა შეარყია და წლების შემდეგ, როდესაც ის ერთ-ერთი მწამებლის ვინაობას იგებს, შურისძიებას გადაწყვეტს.

ფილმში მთავარ როლებს კოლინ ფირტი, ნიკოლ კიდმანი, ჰიროიუკი სანადა და სტელან სკარსგარდი ასრულებენ. კოლინ ფირტს კარგი შანსი აქვს, საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, მინიმუმ, ოსკარის ნომინაცია მოიპოვოს.

 

კომენტარები