კბილაშვილის გადადგომა

უსუფაშვილი: კბილაშვილმა პროკურატურას ძალიან რთულ პერიოდში უხელმძღვანელა

0 კომენტარი
დავით უსუფაშვილი ფოტო: netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, არჩილ კბილაშვილმა ერთი წლის განმავლობაში, ძალიან რთულ პერიოდში უხელმძღვანელა საქართველოს პროკურატურას. როგორც უსუფაშვილმა ვილნიუსში განაცხადა, ეს მუშაობა ძალიან რთული იყო. მან გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "არჩილ კბილაშვილი ყველა სფეროში თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგული, წესიერი და ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი იქნება". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა დროებითია და ადამიანები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ყოველთვის ერთი სტატუსი არ ექნებათ. 

"არჩილ კბილაშვილს მე ვიცნობ სტუდენტობიდან, ის იყო თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი, ადვოკატურას მიჰყვებოდა და ძალიან წარმატებულადაც. საკმაოდ რთულია ახალ ამპლუაში გადასვლა, მეც გამიჭირდა არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში შემოსვლა და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ჩემთვის ყველაზე კომფორტულ ადგილს, მაგალითად, უნივერსიტეტს. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზე ვართ, შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც გადავწყვეტთ პოზიციის და სტატუსის შეცვლას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები