კბილაშვილის გადადგომა

ძიძიგური: ჩვენს ქვეყანაში კარგი ამბები ხდება

wikipedia.org

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებაზე გადადგომასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ კბილაშვილის ნაბიჯი იყო ”ძალიან ევროპული”.

”ის ნაბიჯი, რომელიც აჩიკომ გადადგა, არის ძალიან ევროპული, ძალიან ნორმალური.  როდესაც არის კონცეფციებში, ხედვებში სხვაობა, ასეთ შემთხვევაში ადამიანები მიდიან იქ, სადაც უკეთესად შეუძლიათ თავისი საქმიანობის წარმართვა. აქ მთავარი ინტრიგა არის - აბა, კონფლიქტი ხომ არ იყო ირაკლისა და და აჩიკოს შორის?! არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. მე კიდევ ერთხელ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი ამბები ხდება - კარგად ტარდება უკვე არჩევნები, ყოველგვარი დაძალების გარეშე თანამდებობის პირები კონცეპტუალური შეხედულებების გამო იოლად ტოვებენ თანამდებობას, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე ზრუნავენ და ეს არის ძალიან პოზიტიური ჩემი ქვეყნისთვის”, - აღნიშნა ძიძიგურმა.

კომენტარები