კბილაშვილის გადადგომა

გიორგი ცაგარეიშვილი: პროკურატურაში გარდაქმნებს მოველოდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მას პროკურატურის მუშაობაში ბევრი რამ არ აკმაყოფილებდა. როგორც ცაგარეიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი პროკურატურაში გარდაქმნებს მოელოდა.

"მე, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელს, ადამიანს, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით გამოდიოდა ამომრჩევლის წინაშე, ბევრი რამ პროკურატურის მუშაობაში არ მაკმაყოფილებდა. მათ შორის, გამოძიების ტემპი", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, ამის შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობდა და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონსულტაციები ჰქონდა. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ შენიშვნებს პროკურატურის მიმართ მისი კოლეგებიც ხშირად გამოთქვამდნენ. 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები