ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო

thehackernews.com

დღეს, ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო. მოლაპარაკება ირანსა და ექვსეულის ქვეყნებს შორის ორ დღეს გაგრძელდება. მხარეები მოლაპარაკების შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას იმედოვნებენ. 
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა ოქტომბერში გაიმართა, რომლის დროსაც ირანის მხარემ პრობლემის მოგვარების ახალი გეგმა წარმოადგინა, თუმცა გეგმის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ექვსეულის ქვეყნები, რომელშიც ამერიკა, რუსეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, შიშობენ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას სამხედრო მიზნებისთვის ახორციელებს და ირანისგან ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტასა და არსებული მარაგის შემცირებას ითხოვენ. ირანი თავის მხრივ აცხადებს, რომ პროგრამას მხოლოდ სამშვიდობო მიზნები აქვს და დასავლეთისგან დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას მოითხოვს.

კომენტარები