NBA

ზაზა ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე 3 პასი და 1 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
nba.com

კვლავ შესანიშნავად თამაშობს NBA-ში მილუოკი ბაქსის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. ამჯერად კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ, ფაჩულიას სამმაგ დუბლამდე 3 პასი და 1 მოხსნა დააკლდა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრება, თუმცა კავალიერსის წინააღმდეგ ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ისევე, როგორც სელტიკსის წინააღმდეგ, ახლაც 10 საჯარიმო ტყორცნიდან ყველა ჩააგდო. ამ მაჩვენებლით ზაზა ფაჩულია ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში საუკეთესოა - 4 მატჩში 21 საჯარიმოდან 21-ივე ჩააგდო.

საერთო ჯამში, ფაჩულიას ანგარიშზე 14 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი იყო, მილუოკიმ კი მიმდინარე სეზონში უკვე მეორე შეხვედრა მოიგო.


მომდევნო მატჩში მილუოკი ბაქსი საკუთარ პარკეტზე დალას მავერიკსს უმასპინძლებს.

კომენტარები