კბილაშვილის გადადგომა

სოზარ სუბარი: არჩილ კბილაშვილი თავის სათქმელს ყველგან იტყვის

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის უაღრესად დადებითად აფასებს არჩილ კბილაშვილის მოღვაწეობას როგორც ადვოკატის, ისე მთავარი პროკურორის პოსტზე. 

"დარწმუნებული ვარ, კბილაშვილი სადაც იქნება, თავის სათქმელს ყველგან იტყვის - სამოქალაქო სექტორში იქნება ბიძინა ივანიშვილთან ერთად, თუ სხვაგან. ის ჩვენი გუნდის წევრად დარჩება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.  მისივე თქმით, კბილაშვილმა თავად გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ თანამდებობაზე დარჩება პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და შემდეგ ახალი პრემიერმინისტრი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

 

კომენტარები