ვარსკვლავური ომების მეშვიდე ეპიზოდი 2015 წლის 18 დეკემბერს გამოვა

"ვარსკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდი 2015 წლის 18 დეკემბერს გამოვა. ეს ინფორმაცია რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრაამსმა ოფიციალურად დაადასტურა.

მას შემდეგ რაც ფილმის სცენარისტმა მაიკლ არნდტმა პროექტი დატოვა და სცენარის წერა ჯეი ჯეი აბრაამსმა და ლოურენს კასდანმა განაგრძეს, მოსალოდნელი იყო პროექტის 2016 წლამდე გადადება.

ჯერჯერობით უცნობია, ჯორჯ ლუკასის ეპიკური საგის გაგრძელებაში სიუჟეტი როგორ განვითარდება, მთავარი გმირები ვინ იქნებიან და დაბრუნდებიან თუ არა ძველი პერსონაჟები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჯეი ჯეი აბრაამსი ეძებს 18-23 წლის ბიჭს და გოგოს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლები უნდა შეასრულონ.

კინოგაქირავებაში "ვარსკვლავური ომების" მთავარი კონკურენტი დანკან ჯონსის ფილმი "უარკრაფტი" (warcraft) იქნება. საკულტო თამაშის მიხედვით გადაღებული ფენტეზის გამოსვლის თარიღი ზუსტად ემთხვევა ახალი ეპიზოდის რელიზის დროს. მოსალოდნელია, რომ რომელიმე ნამუშევრის თარიღი შეიცვლება.

"ვარსკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდი 3D ფორმატში გამოვა. 

კომენტარები