უნგრეთის პრეზიდენტის მილოცვა

უნგრეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა

უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადერის მისალოც წერილში ნათქვამია, რომ 27 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიული ფასეულობებისადმი მისწრაფების მტკიცე სურვილის კიდევ ერთი მაგალითი. 

"ნება მიბოძეთ, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თქვენ და თქვენს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით. დავრწმუნდი, რომ 27 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიული ფასეულობებისადმი მისწრაფების მტკიცე სურვილის კიდევ ერთი მაგალითი. მინდა დაგიდასტუროთ, რომ უნგრეთი განაგრძობს თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებში. აგრეთვე გიდასტურებთ, რომ უნგრეთი ინარჩუნებს მზადყოფნას შეიტანოს წვილი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაში. მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და გისურვოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - აცხადებს უნგრეთის პრეზიდენტი. 

იანოშ ადერის მისალოცი წერილი გიორგი მარგველაშვილს გუშინ უნგრეთის ელჩმა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გადასცა.

კომენტარები