არჩეული პრეზიდენტი

მარგველაშვილი: მე ძალიან გამახარა რუსეთის პატრიარქის მოლოცვამ

არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა Воскресное Время-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ხალხებს შორის ურთიერთობის აღდგენა.

"პირველ რიგში მსურს მადლობა გადაგიხადოთ თბილი სიტყვებისთვის. მე ძალიან გამახარა რუსეთის პატრიარქის მოლოცვამ. ეს იყო ის ფონი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მართლმადიდებელი ხალხებისთვის. ეს იყო იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ის ჭრილობებ, რომელიც შექმნეს პოლიტიკოსებმა, უნდა შეახორცოს ხალხმა. სასულიერო პირებმა, ხალხმა, ორიენტირებულებმა კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ, იმ კულტურულ კავშირებზე, რომელიც არსებობდა ჩვენს ხალხებს შორის. როგორ დავიწყოთ? ჩემი აზრით, პასუხი მარტივ ჭეშმარიტებაშია - ხელი არ უნდა შევუშალოთ. როცა პოლიტიკოსები ხელს არ შეუშლიან ერებს, ხალხს, კეთილი ნების ადამიანებს, როგორცვე ჩვენ როგორც პოლიტიკოცები შევძლებთ შევქმნათ ფონი, სადაც ბიზნესი, კულტურული კავშირები, ნათესაური და ემოციური კავშირები მოგვცემენ ნაყოფს, აი ჩემი აზრით აქედან უნდა დავიწყოთ." - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები