მარგველაშვილი: სააკაშვილის მიერ შექმნილი პრობლემები შარშანდელი თოვლია

არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა Воскресное Время-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი დისკრედიტებულია, ხოლო პუშკინიდან მოყოლებული რუსებს საქართველოში ჩამოსვლა სურთ.

„ჩვენ იმიტომ ვუყურებთ ოლპიადას მოლოდინით, რომ ეს ემოცია კეთილი და სპორტული ნებისა, მისცემს სტარტს არა მხოლოდ რაღაც ახალ ურთიერთობებს რუსეთთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიწყებთ ძალიან პრობლემატური წერტილიდან. ჩვენ ვიწყებთ წერტილიდან, როცა სამწუხაროდ მოხდა ძალიან ტრაგიკული მოვლენა. დღეს ჩვენ შევეცდებით არ მივაყენოთ ერთმანეთს ტკივილი, ჩვენ შეეცდებით ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც გადაწყვეტადია დღეს და ვისაუბრებთ პერსპექტივაზე. და პერსპექტივა უნდა დაბრუნდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების წერტილისკენ. როგორია რუსეთის ინტერესები, როგორია საქართველოს ინტერესები, როგორია ინტერესები იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ იტანჯებიან - მოდი დავიწყოთ გადაწყვეტა აქედან. მე ვფიქრობ, რომ დრო უნდა გავიდეს. და თავად სააკაშვილი... დიახ, სააკაშვილია დისკრედიტებული ამ ომის შემდეგ. და მერე რა? რომელ რუსს აინტერესებს 10 წლის მერე, 20 წლის შემდეგ რაღაც ინტრიგა? არ აინტერესებს. რუსს სურს ჩამოვიდეს საქართველოში, სურს რომ ქართველები ჩადიოდნენ, რომ იყოს კულტურული ურთიერთობები. და ყოველთვის ასე იყო ისტორიულად, პუშკინიდან მოყოლებული. აი მათ სჭირდებათ. და ის რომ სააკაშვილის მიერ იყო შექმნილი პრობლემები, ეს შარშანდელი თოვლია. რუსეთისთვის ასევე." - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები