ნადეჟდა ტოლოკონიკოვა

Amnesty International-ის პეტიცია: სად არის ნადია?

ნადეჟდა ტოლკონიკოვა
Natalia Kolesnikova/AFP/Getty / http://www.thedailybeast.com/

ორგანიზაცია Amnesty International პუსი რაიოტის წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მხარდასაჭერ პეტიციას აქვეყნებს სახელწოდებით - სად არის ნადია? პეტიციაში ნათქვამია, რომ ტოლოკონიკოვა სინდისის პატიმარია და  რუსეთის ხელისუფლებამ ის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ორგანიზაციის პეტიციას ხელი 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

პუსი რაიოტის წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა  2 კვირაზე მეტია, რაც გაუჩინარებულია. რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, ტოლოკონიკოვა ახალ კოლონიაში გადაჰყავთ და მის ადგილსამყოფელს ახლობლებს საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შეატყობინებენ.  Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ  ტოლოკონიკოვა სხვა კოლონიაში გადაყვანის პროცესში ადვოკატისა და ახლობლების მხარდაჭერას მოკლებულია და ეს ფაქტი რუსეთის სამართალდამცველებმა, შესაძლოა, მისი დასჯისთვის გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ ტოლოკონიკოვამ მორდოვიას კოლონიაში ყოფნის დროს არაერთხელ გამოაცხადა შიმშილობა და კოლონიაში არსებულ მონურ პირობებს აპროტესტებდა. 

კომენტარები