ენერგეტიკული პროექტები

კალაძე: ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები 7%-ით გაიზარდა

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

2013 წლის 6 თვეში ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების 28% - 108.1 მილიონი დოლარი ჩაიდო. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. 

კალაძის თქმით, დასრულდა საქართველო-თურქეთს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ამასთან, 25 სალიცენზიო ბლოკზე ბურღვითი სამუშაოების წარმოებით, რაშიც 44 მილიონი დოლარი ჩაიდო, 2013 წლის მონაცემებით მოპოვებულია 36 ათასი ტონა ნავთობი. მისივე თქმით, დაგეგმილია წითელი ხიდი - მარნეულის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებაც. 

კომენტარები