ევროპის ერთა თასი ჭიდაობაში

ქართველმა მოჭიდავეებმა ერთა თასზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

Georgia's Dato Marsagishvili (in red) fights with Belarus' Soslan Gattsiev for the bronze medal Men's 84Kg Freestyle wrestling at the ExCel venue during the London 2012 Olympic Games
Grigory Dukor / REUTERS

9-10 ნოემბერს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობაში - ევროპის ერთა თასზე, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ერთა თასის ფინალში, ბერძნულ-რომაელები თურქეთთან, ხოლო თავისუფლები რუსეთთან ერთნაირი ანგარიშით - 3:4 დამარცხდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთს 7:0 სძლიეს, თურქეთი კი 5:2 დაამარცხეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი ბულგარეთი და სომხეთი ერთნაირი ანგარიშით - 5:2 დაამარცხა და ჯგუფში ასევე პირველ ადგილს დაეუფლა.

კომენტარები