არჩევნები 2013

ეუთო-ს გენერალური მდივანი გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ლამბერტო ზანიერის თქმით, ეუთო მზად არის, განაგრძოს გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.

“თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. განსაკუთრებით სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, კონსტრუქციულ გარემოში, რაც ძალიან კარგი სიახლეა საქართველში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სტაბულურობისთვის. გაცნობებთ, რომ ეუთო მზადაა განაგრძოს გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის დასაწყისში ვგეგმავ საქართველოში ვიზიტს და იმედი მაქვს, თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობაც მომეცემა, რათა განვიხილოთ ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, საქართველოში ეუთო-ს წარმომადგენლობის განახლების შესაძლებლობებიც”, - ნათქვამია ეუთოს გენერალური მდივნის მილოცვაში, რომელსაც მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები