საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდნენ

msy.gov.ge

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ქართველმა წყალბურთელებმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგეს, ერთში კი დამარცხდნენ და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.

პლეი-ოფის მატჩები 2014 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე წყალბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და საქართველოს ნაკრების წევრებს შეხვდა.

 

კომენტარები