თვითმმართველობის რეფორმა

რა იცვლება თვითმმართველობის რეფორმით

0 კომენტარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელსა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს თვითმმართველობის რეფორმის გეგმა გააცნო.

რეფორმის შედეგად თვითმმართველობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქალაქებისთვის, რომელთა მოსახლეობა 15 ათასზე მეტია, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა დასახლებებს, რომელთა მოსახლეობა ასევ 15 ათასია, თუმცა, ქალაქის სტატუსი არ აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა აქვთ და იმედოვნებენ, რომ მათ მოსაზრებებს მთავრობა და პარლამენტი გაითვალისწინებს.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დავით ნარმანიას უწყებამ უკვე წარუდგინა პარლამენტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები