მაუწყებლის შესახებ კანონი

GNCC-ში მაუწყებლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები განიხილეს

0 კომენტარი
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფოტო: www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მაუწყებლის შესახებ კანონში შესული ცვლილებების დეტალები განიხილეს. მედიასაშუალებების ნაწილის უკმაყოფილება ანგარიშგების ფორმის გამოქვეყნების წესმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც კომისიას იმ პირების გასაჯაროება ევალება, რომლებიც მედიასაშუალებებში 7000-ლარზე მეტი ღირებულების რეკლამას ან სხვა სახის შემოსავალს შეიტანენ. მედისაშუალებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, ერთობლივი კანონპროექტის შედგენას გეგმავენ, რომელსაც პარლამენტს წარუდგენენ.

კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმით, ”რამდენიმე მაუწყებელი, მათ შორის რუსთავი 2, მაესტრო, ტაბულა, ასევე რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით არ უნდა მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა მაუწყებლებიდან და მათ აქვთ თავიანთი წინადადებები. ჩვენ მოვისმინეთ მათი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ერთობლივად მოხდება ჩამოყალიბება ფორმაზე და შემდეგ უკვე ამ შეთანხმებულ და შეჯერებულ ფორმას მივაწვდით საქართველოს პარლამენტს.” 

რუსთავი 2-ის იურისტის ზვიად კუკავას თქმით კი, ”ჩანაწერი ბოლომდე არ იძლევა განმარტების საშუალებას, თუ რა მიზანი აქვს კანონმდებელს იმ შემთხვევაში, როდესაც იღებს ამგვარ ცვლილებას. აქედან გამომდინარე ჩვენ მაუწყებლებს გვაქვს მტკიცე პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება არ უნდა აფერხებდეს და აზიანებდეს კომერციულ ინტერესებს.”

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები