საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად, შოტლანდიის გუნდს შეხვდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და მხოლოდ 84-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო ფრეს დასჯერდა.
ანგარიში 35-ე წუთზე ჰოლანდიური ვიტესის ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა. 84-ე წუთზე პეტერსონმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ მატჩი ასევე დასრულდა.
ჯგუფში პარალელურად მიმდინარე შეხვედრა ჰოლანდიისა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ასევე ფრედ - 2:2 დასრულდა.