საქართველოს ევროინტეგრაცია

ნულანდმა საქართველოს პროგრესსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა

cfnews13.com

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა საქართველოს მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტში ისაუბრა.

თუმცა, მისი თქმით, საქართველოში კვლავ არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პრობლემები. ნულანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ვაშინგტონის კრიტიკული პოზიცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზეა ორიენტირებული.

"2012 -2013 წლებში, საქართველომ  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა, რასაც ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები ისევ რჩება. მაგალითად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოუგვარებელი კონფლიქტები, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა, მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობის განმტკიცების საჭიროება და ეკონომიკა, რომელიც მეტ ფოკუსს მოითხოვს. ჩვენ ასევე ვუერთდებით NATO-სა და ევროკავშირის პროტესტს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრების გადმოწევას. ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ, რათა საქართველოს რეზისტულობა გარე დაწოლაზე გავაძლიეროთ", - განაცხადა ნულანდმა.  

 

 

კომენტარები