პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიგა ბოკერიას და გუბერნატორების განცხადებებს დღეს დააკმაყოფილებს

medianews.ge

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ საააკშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებას გადადგომის თაობაზე დღის ბოლომდე დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ბოკერიას განცხადება გადადგომის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა. 

"უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება შემოსულია და დღის ბოლომდე მოეწერება ხელი", - ამბობს მანჯგალაძე.

მისივე თქმით, ასევე დღის ბოლომდე დაკმაყოფილდება გუბერნატორების განცხადებები. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლება ყველა რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა ოფიციალურად სთხოვა.



კომენტარები