პრეზიდენტის ინაუგურაცია

პრეზიდენტის ინაუგურაციას რიგითი მოქალაქეები ვერ დაესწრებიან

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების საშუალება რიგით მოქალაქეებს არ ექნებათ. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში განუცხადეს, ღონისძიებას, რომელიც პარლამენტის შენობის ეზოში გაიმართება, მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მათივე თქმით, რუსთაველის გამზირი არ გადაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. პოლიტიკური პარტიებიდან ცერემონიალზე დასწრების მიწვევა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციამ მიიღო. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ცერემონიალს არ დაესწრება არც თბილისის მერი გიგი უგულავა. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ინაუგურაციაზე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები