undefined

ნულანდი: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს აფხაზებისთვის მიმზიდველს გახდის

cfnews13.com

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს აფხაზებისთვის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს გახდის - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მიძღვნილ მოსმენაზე სენატორმა ჯინ შეჰინმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტისა და ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგია. შეჰინი დაინტერესდა თუ რას აკეთებს აშშ რუსეთის უცხო ქვეყნების პოლიტიკაში აქტიური ჩარევის საპასუხოდ.

”სამწუხაროდ რუსეთის მხრიდან ჩარევის ახალი მცდელობებია, რუსეთი ავლებს მავთულხლართები ადმინისტრაციულ საზღვართან, რაც არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებს 2008 წლის ომის შემდეგ. თუმცა პოზიტიური ნაწილი არის, ის რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ საქართველოს ექნება თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, შეეძლება მიიღოს სავაჭრო ბენეფიტები და ინიციატივები ევროკავშირისგან. ახალგაზრდები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როდესაც ინდივიდუალურ არჩევანს გააკეთებენ მათთვის საქართველო უფრო მიმზიდველი იქნება. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ამ შეთანხმებით საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებას შეუწყობს ხელს” - განაცხადა ნულანდმა.

 ნულანდის თქმით საქართველოსთან მიმართებაში აშშ მუშაობს კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ამით საქართველო საგარეო ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს. ნულანდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

კომენტარები