ახალი მთავრობა

ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს 17:00 საათზე დაასახელებს

სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზე დაასახელებს.

"წარდგენის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად ეცნობება", - აღნიშნავენ სახელმწიფო კანცელარიაში. მანამდე კი, მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საკითხზე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

არსებული ინფორმაციით, ერთადერთი ცვლილება, რომელიც ახალ მინისტრთა კაბინეტში იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრს შეეხება. ირაკლი ღარიბაშვილს ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის.

კომენტარები