ქართული ოცნების პოლიტსაბჭო

ვოლსკი: ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდება

radiotavisupleba.ge

ქართული ოცნების წევრის გია ვოლსკის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდება. მისი თქმით, საბჭოში ამჟამად 21 წევრია და მათი რაოდენობა 12 გახდება. ვოლსკიმ აღნიშნა, რომ შემცირების მიზანი პოლიტსაბჭოს საქმიანობის ხარისხობრივი ამაღლებაა.

"კონკრეტულ პიროვნებებთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, თუმცა ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოსვლას გარკვეული მიზეზების გამო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შემცირებულიყო პოლისტაბჭოს წევრთა რაოდენობა", - თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გია ვოლსკის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე განიხილება და ის აღნიშნულ პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილს შეცვლის.

კომენტარები