საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან ანგარიშით - 1:3 დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები
msy.gov.ge

გორში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სლოვაკეთთან 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

21-ე წუთზე ჰოლანდიური ვიტესის ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო-რეიდი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. 4 წუთში ანგარიში გათანაბრდა - კაროლ მოსაროშის დარტყმის მოგერიება გიორგი ნადირაძემ ვერ მოახერხა.

62-ე წუთზე, ონდრეი დუდამ სლოვაკთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელები 1:3 დამარცხდნენ. მესამე გოლი ნადირაძის კარში შრანცმა გაიტანა.

ამ მარცხით, ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსები ფაქტობრივად აღარ დარჩა.

კომენტარები