ახალი მთავრობა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ნოდარ ხადურის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ნოდარ ხადურის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნოდარ ხადურს, რომელმაც სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური მიმართულების ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. ხადურმა ასევე ფინანსთა სამინისტროს ერთწლიანი მუშაობა მოკლედ შეაფასა.

ნოდარ ხადურმა უპასუხა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა შეკითხვებს. საბოლოოდ, ფარული კენჭისყრით - 6 მომხრე, 4 წინააღმდეგი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კომენტარები