საპარლამენტო უმცირესობის სხდომა

ღარიბაშვილი: ბოლო წლების ელიტარული კორუფციის მასშტაბები შესწავლილი იქნება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებში გავრცელებული ელიტარული კორუფციის მასშტაბები შესწავლილი იქნება და ამის შემდეგ დაისახება აღმოფხვრის გზები. ღარიბაშვილი პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობას ხვდება.

"შესასწავლი იქნება საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება და დაისახება მისი გამოსწორების გზები. ასევე შესწავლილი იქნება საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული ელიტარული კორუფციის მასშტაბები და მექანიზმები და დაისახება მისი აღმოფხვრის გზები", - თქვა ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ  მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. "მოქალაქეთა ჩართულობა იქნება სამთავრობო დაგეგმვისა და რეალიზაციის უმთავრესი საფუძველი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები