2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

პორტუგალია, საფრანგეთი, ხორვატია და საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ

0 კომენტარი

გუშინ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი-ოფების განმეორებითი თამაშები გაიმართა.

პორტუგალიის ნაკრებმა შვედეთის გუნდს გასვლაზე 3-2 სძლია და ორი მატჩის ჯამში (პირველი თამაში 1-0 მოიგო) მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პორტუგალიის ნაკრებში ჰეთრიკი შეასრულა კრისტიანო რონალდომ, ხოლო შვედეთის ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

2014 წლის ზაფხულში ბრაზილიაში გაემგზავრება საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიც. უკრაინასთან 2-0 მარცხის შემდეგ, ფრანგებმა შინ სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს მეტოქეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

დარჩენილ ორ შეხვედრაში ხორვატიამ ისლანდია დაამარცხდა, რუმინეთმა კი ფრედ, 1-1 ითამაშა საბერძნეთთან. ხორვატია და საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები