ირანის ბირთვული პროგრამა

ირანი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე კვლავაც უარზეა

thehackernews.com

ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ახალი რაუნდი იწყება.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები გერმანიასთან ერთად ირანთან მოლაპარაკებას ჯერჯერობით უშედეგოდ მართავენ. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ირანისგან ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ითხოვენ. ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად, ირანის დღიური ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 60 პროცენტით შემცირდა, თუმცა თეირანი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოთხოვნის შესრულებას არ თანხმდება, რომლის მიხედვითაც, ურანის გამდიდრების პროგრამა უნდა შეწყდეს. თეირანი აცხადებს, რომ პროგრამის განხორციელება მისი უფლებაა და ის არ ემსახურება სამხედრო მიზნებს. 

კომენტარები