ახალი მთავრობა

ღარიბაშვილი: მე გავაგრძელებ ბიძინა ივანიშვილის სტილს

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ”მე გავაგრძელებ ბიძინა ივანიშვილის სტილს, რომ მხოლოდ საქმით ვილაპარაკოთ და არ მივმართოთ პროპაგანდას”. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში მთავრობის მოსმენისას ისაუბრა.

“ყოფილი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს, რომ ჯერ გავაკეთოთ და გვინდა, რომ ჩვენ საქმით ვილაპარაკოთ. თქვენ თუ გადახედავთ, ჩვენ არასდროს მივმართავდით პროპაგანდას და ჩვენ ყოველთვის საქმით ვხელმძღვანელობდით. ეს იყო სტილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ეს არის გზა, რომელიც მე გავაგრძელე, რომელსაც გააგრძელებს მთავრობა და პარლამენტი. ჩვენ გვირჩევნია ხალხს ვაჩვენოთ საქმე და არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ხალხის მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური და სხვა სფეროები”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები