ჯანდაცვის სამინისტრო

რაიონული საავადმყოფოების ნაწილი სახელმწიფო მფლობელობაში დაბრუნდა

http://www.government.gov.ge/

კომპანია "ადითს", რომლის მფლობელობაში წინა ხელისუფების პირობებში რამდენიმე რაიონული საავადმყოფო შედიოდა უფლებამოსილება ჩამოერთვა და საავადმყოფოები სახელმწიფო მფლობელობაში დაბრუნდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანია ადითმა ვერ შეასრულა მის მიერ აღებული ვალდებულბები. 

"სახელმწიფო ყოველთვის ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებისთვის სამედიცინო სერვიების მიწოდებას შეექმნება საფრთხე. ასეთი რამე სექტემბრის დასაწყისის მერე არ გვქონია იაშვილის კლინიკაში. შესაბამისად რაიმე საფრთხის საფუძველს ვერ ვხედავ. რაც შეეხება "ადითს" ამ კომპანიან სამწუხაროდ ვერ შეასრულა მისი ვალდებულებები. მის მართვაში მყოფი კლინიკები გადმოვიდა სახელმწიფო მფლობელობაში და ხორციელდება სახელმწიფო მართვა. ვეცდებით რომ ყველა დაგროვილი პრობლემა მოვაგვაროთ" - განაცხადა სერგეენკომ. 

კომენტარები