თბილისის პროკურატურა

თბილისის პროკურორი გადადგა

მაია მწარიაშვილი

თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მან მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს გადადგომის შესახებ განცხადებით 20 ნოემბერს მიმართა, განცხადება გადადგომის შესახებ 21 ნოემბრიდან დაკმაყოფილდა.

ქალაქის პროკურორი თანამშრომლებს უკვე გამოემშვიდობა. მან კოლეგებს ერთად საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა როგორც ქალაქის მომავალ პროკურორს, ისე საქართველოს პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, დღეს გახდება ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვინც ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ დატოვებს თანამდებობებს. არსებული ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილე და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

გარდა ამისა, დღეს მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე დაინიშნება.

კომენტარები