მომავალი პროკურორი

წულუკიანმა პრემიერს პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა წარუდგინა

0 კომენტარი
ოთარ ფარცხალაძე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძოს კანდიდატურა წარუდგინა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, თეა წულუკიანმა პრემიერმინისტრს არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წარდგინებით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ნიშნავს.

ცვლილებების ძალაში შესვლამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები