კონფლიქტი საქართველოს ნაკრებში

ქეცბაია: ხიზანიშვილის უკან ბევრი ადამიანი დგას

Temur Ketsbaia
Tabula

ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუს, სადაც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებს აგინებს და ფედერაციას მისი მოხსნა მოსთხოვა, თავად თემურ ქეცბაია გამოეხმაურა. ნაკრების მწვრთნელი თვლის, რომ ხიზანიშვილის უკან შესაძლოა სხვა ადამიანებიც იდგნენ.

"არ მგონია, რომ ამ ინტერვიუს უკან მარტო ერთი ადამიანი იდგეს. მის ირგვლივ სხვებიც ბევრნი არიან, რომლებსაც ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცნობთ, მაგრამ ეს ის ხალხია, რომლებმაც კატასტროფულ მდგომარეობაში დაგვახვედრეს ქართული ფეხბურთი. ხიზანიშვილს მინდა შევახსენო, რომ როცა მე მოვედი ნაკრებში, გუნდს, რომელშიც ის თამაშობდა, ორი წელი თამაში არ ჰქონდა მოგებული და მეექვსე ადგილზე გავიდა. ეს ყველაფერი შეიძლება ომს შევადარო. არის პირველი და მეორე ხაზი - მეორე იცავს პირველის ზურგს... როცა პირველი ხაზის მებრძოლი უკან მოიხედავს და ზურგში არავინ არის - ყველა გაქცეულია, ყველა უკვე სახლშია... ასეთი ადამიანი გამოდის და საუბრობს ქართული ფეხბურთის წინსვლაზე", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

კომენტარები