ექსპრემიერი ივანიშვილი

ივანიშვილი: ბევრი პოლიტიკოსის გავლენა პოლიტიკაზე ათეული წლებია ნარჩუნდება

Georgian tycoon and politician Bidzina Ivanishvili speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ექსპრემიერი ივანიშვილის განცხადებით, მისი გავლენა, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლებაზე ექნება მსოფლიოში უპრეცედენტო არ არის. პრემიერი ”ამერიკული, ევროპული და ქართული საზოგადოების ნაწილის” მოსაზრებას, მისი კულუარული გავლენის შესახებ აბსურდს უწოდებს.

”მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ის, რომ პოლიტიკიდან წასული ლიდერები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი ამბავია და მიღებული ტრადიციაა დემოკრატიულ ქვეყნებში. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისა, ბევრი პოლიტიკოსი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა გავლენა პოლიტიკაზე ათეული წლებია ნარჩუნდება, და ეს არავის აფრთხობს.

ვფიქრობ, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი ტიპის ,,ტჰინკ ტანკ"-ის (ანალიტიკური ცენტრების) გავლენა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად მაღალია, რომ ამ ,,ბრაინ ტრუსტ"-ების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებისგან დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მოქმედი ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვების ტოლფასია. ამ ,,ტჰინკ ტანკ"-ის სათავეებთან კი, როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები დგანან.

და მაინც, ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ, არის ის, თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხიმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში. მაგრამ როდესაც მე ჩემი ნებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?” - აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები