ეროვნული უშიშროების საბჭო

ირინე იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

financial.ge

ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის 21 ნოემბრის განკარგულებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. იმერლიშვილმა თანამდებობაზე გიგა ბოკერია შეცვალა, რომელიც პოსტს 2010 წლიდან იკავებდა.

”ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ” დანიშვნის შესახებ განკარგულება, მარგველაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირინე იმერლიშვილი სპეციალობით ”იურისტი, ეკოლოგი, ჟურნალისტია”. ის ივჯავახიშვილის სახთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

ის საპარლამენტო ფრაქციის - "ქართული ოცნებას" წევრი იყო და საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, ასევე იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

01/1988 - 09/1988 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, პრეპარატორი საერთო-საინსტიტუტო პერსონალში
09/1988 - 10/1989 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორანტი
08/1989 - 07/1994 თსუ, ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი
08/1994 - 01/1995 თსუ, ეკოლოგიის ფაკულტეტის ლაბორანტი
12/1993 - 01/1996 პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის საქმისმწარმოებელი
01/1996 - 02/1997 პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
02/1997 - 03/1998 საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი
07/2000 - 10/2000 აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში
10/2000 - 12/2003 იუსტიციის მინისტრის მოადგილე
01/2004 - 05/2005 შპს "სამი ოთხზე 3 * 4", იურისტი
05/2005 - 09/2006 შპს "ნამი", იურისტი
09/2006 - 11/2008 საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო სამსახურის უფროსი
11/2008 - 07/2009 საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო-რეგიონალური სამსახურის უფროსი
07/2009 - 08/2012 საქართველოს რესპუბლიკური პარტია, რეგიონალური და საარჩევნო მდივანი
08/2012 - 10/2012 პოლიტიკური კოალიცია "ბიძინა-ივანიშვილი - ქართული ოცნება" საარჩევნო-იურიდიულ სამსახურის უფროსი
10/2012 – საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე

 

კომენტარები