NBA

ბლეიზერსთან ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა

nba.com

მორიგი მატჩი გამართა NBA-ში ზაზა ფაჩულიას მილუოკი ბაქსმა. ვისკონსინური გუნდი საკუთარ პარკეტზე პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდა.

მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად, შეხვედრა 9 ქულის სხვაობით - 82:91 პორტლენმა მოიგო. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 28,19 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 

აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ შეხვედრა კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

რაც შეეხება მილუოკი ბაქსს, ვისკონსინური გუნდი 2 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზეა.

შემდეგ შეხვედრას მილუოკი ბაქსი ფილადელფიასთან 22 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები