ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილმა მთავარ პროკურორს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა

NETGAZETI.GE

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

"დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალი მთავარი პროკურორი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონი ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს მთავარი პროკურორის მოადგილეთა უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო სამსახურის ეთიკიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უწყების ახალ ხელმძღვანელს უნდა მიეცეს სრული საკადრო თავისუფლება, რის გამოც მივმართე მას განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე", - თქვა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები