ჯანდაცვა

გამყრელიძე: საბჭოთა კავშირში ჯანდაცვა მკაცრად რეგულირდებოდა

news.ge

ჯანდაცვის სფეროში რეგულაციები აუცილებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს. მისი თქმით, „საბჭოთა კავშირში ჯანდაცვის სფერო მკაცრად რეგულირდებოდა - ასევე, 2004 წლამდეც, თუმცა მის შემდეგ თანდათან დაიწყო კლინიკების პრივატიზაცია. მართალია პრივატიზაციას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ აუცილებელია კლინიკების მხრიდან არსებული ნორმების და სტანდარტების დაცვა."

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპები ჯანდაცვის სფეროში არ მუშაობს. „უდიდეს პრობლემად იქცა, რომ ჯანდაცვაში გამოიყენეს თავისუფალი ბაზრის პრინციპები, რაც ჩვენს სისტემაში ვერ იმუშავებს. ოპონენტები ამბობენ, თითქოს სამედიცინო მომსახურების ხარისხს სახელმწიფოს კონტროლი არ სჭირდება და ეს არის რესურსების ფლანგვა - შეიძლება პაციენტმა თვითონ გადაწყვიტოს, რომელ კლინიკაში, რომელ ექიმთან მივიდეს და პროცესი ბაზარმა დაარეგულიროსო. ასეთი მიდგომა დიდი შეცდომაა,“ – აღნიშნა სერგეენკომ. 

კომენტარები